2014 წლის ივლისის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგები მიიღო.ბიუროს კვების ლაბორატორიის ექსპერტებმა ანალიზი წყლის სამ სხვადასხვა ნიმუშსჩაუტარეს, რომელშიც მიკროორგანიზმები გამოვლინდა.
აღნიშნული კვლევის საფუძველზე ექსპერტიზამ სასმელ წყალში გამოავლინა 5 სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმი და დააფიქსირა მათი რაოდენობა.
ტესტირება გულისხმობდა უცნობი შემადგენლობის ლიოფილიზებულ ნიმუშებში მიკროორგანიზმების აღმოჩენას და მათ რაოდენობრივ ანალიზს.
ლაბორატორიათაშორის ჩატარებულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი ლაბორატორია მონაწილეობდა.
აღნიშნული ტესტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და შვედეთის სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდა.
2014 წლის შემოდგომაზე დაგეგმილია ტესტირების მეორე ტური.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტესტირებებში, რითაც ადასტურებს ჩატარებული კვლევების მაღალ სიზუსტესა და უტყუარობას. ბიუროს საქმიანობამხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებზეა დამყარებული.