2014 წლის 7-10 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი ქ. ამსტერდამში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოფენას დაესწრო.გამოფენა მსოფლიოში ლიდერი IT ტექნოლოგიების განვითარების კორპორაცია CISCO SYSTEMS-ის და GREENNET-ის ერთობლივი ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა და მასში მსოფლიოს მასშტაბით უამრავი წამყვანი IT სპეციალისტი მონაწილეობს.
სამი დღის განმავლობაში გამოფენაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არა ერთი მნიშვნელოვანი სიახლე და ულტრათანამედროვე IT ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საინფორმაციო ტექნოლოგიების ულტრათანამედროვე ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომელიც უნიკალურ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით.
ბიუროსთვის მეტად მნიშვნელოვანია ექსპერტიზის ყველა დარგში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება. მსგავსი სახის გამოფენებში მონაწილეობა IT სპეციალისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, ადგილზე გაეცნონ საინფორმაციო ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს და პირადად დაამყარონ კავშირი მომწოდებელთან, პარტნიორთან და დონორთან.