Image2014 წლის 11 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი ჰასან ერბილი და საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ესტუმრნენ.

უცხოელ სტუმრებს და მთავარ პროკურორს ექსპერტიზის ბიუროს უფროსი გიორგი თვაური შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი თვაურმა სტუმრებს ბიუროში დანერგილი სიახლეები და მიღწევები გააცნო, დაათვალიერებინა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები.

რეგიონის მასშტაბით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა და  აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 17025-ის მიხედვით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, მსგავსი სახის შეხვედრები ბიუროში მომავალშიც გაგრძელდება.