Image2014 წლის 24-26 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი ბესიკ ნოზაძე და ბიუროს ხარისხის მენეჯერი უჩა მარგველაშვილი ნორვეგიის ქ. ოსლოში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის თითის ანაბეჭდების სამუშაო ჯგუფის რიგით მე-14  შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები  სხვადასხვა სამეცნიერო სესიებს დაესწრნენ, მათ შორის დაქტილოსკოპიური კვლევის ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები თითის ანაბეჭდების გამოკვლევის ორი მიმართულებით - კვალის გამჟღავნება და საიდენტიფიკაციო გამოკვლევა.

კონფერენციის ფარგლებში ასევე მოხდა უხილავი კვალის გამჟღავნების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდების დემონსტრირებაც.

საერთაშორისო შეხვედრაზე საუბარი იყო ლაბორატორიათშორის ტესტირებაზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა ექსპერტებმა 2014 წლის ტესტირების შედეგები შეაჯამეს.

ENFSI-ს თითის ანაბეჭდების სამუშაო ჯგუფის რიგით მე-14  შეხვედრას ევროპის 33-ი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო მათ შორის ორ კაციანი დელეგაცია საქართველოდან.