თბილისში ექსპერტ-ანთროპოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება

Image

სსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. 

საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობისათვის ძალისხმევის გაძლიერება და მათი ოჯახების საჭიროებები“, ქართველი ექსპერტების გარდა,  მონაწილეობენ ექსპერტ-ანთროპოლოგები ამერიკიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც გააჩნიათ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების რთულად ამოსაცნობ ნეშტებთან მუშაობის გამოცდილება. 
კონფერენციის მთავარი მიზანია ამჟამად არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. 

ყირგიზეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ბიუროში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ბიუროში სამუშაო ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზის ხელმძღვანელს მუსახოჯაევ აკილბეკ აბდილდაევიჩს, ამავე ბიუროს სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელ პირებს და ექსპერტებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) -ს და ყირგიზეთში გაეროს ნაციონალური პროგრამის კოორდინატორი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ყირგიზეთის ექსპერტიზის ბიუროსთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში.
განიხილულ იქნა  ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რომლის ფარგლებშიც ყირგიზ კოლეგებს ბიუროს ექსპერტები საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით გაუწევენ კონსულტაციებს. 

ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს წარმატება

Image

2019 წლის ოქტომბრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის  ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში.

ტესტირების ორგანიზატორი იყო ნიდერლანდების ლაბორატორიათაშორისი კვლევათა ინსტიტუტი (IIS), რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანიზაციას და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიათაშორის კვლევებს (საკვალიფიკაციო ტესტები, ჯვარედინი შემოწმება, ერთობლივი კონტროლი) 100-ზე მეტი  მონაწილე  ქვეყნის ანალიტიკური ლაბორატორიებისათვის.

ბიუროს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი ესტუმრა

Image

სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში, ქალბატონ  სევერინ შაპაზს და კოორდინატორს ექსპერტიზის დარგში ქ-ნ მარია მიკელიდეს უმასპინძლა. 
შეხვედრაზე ისაუბრეს ბიუროსა და წითელ ჯვარს შორის მრავალწლიანი აქტიური თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ამ ორი უწყების ერთობლივი საქმიანობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესის ფარგლებში.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო