ბიურომ სისხლის უანგარო დონაციაში მიიღო მონაწილეობა

Image

სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოწოდებას გამოეხმაურა და უანგარო დონაციის აქცია გამართა.

აქციის ფარგლებში, ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პაციენტებისთვის გაიღეს.

ბიურო სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს

Image

ქვეყანაში კორონა ვისრუსის პანდემიასთან ბრძოლის პრევენციის მიზნით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ  ბიუროში ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სამუშაო სივრცის და დერეფნების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. სერვის ცენტრის თანამშრომლები მომხმარებელს სპეციალური აღჭურვილობით (პირბადე, ხელთათმანები და სათვალეები) ემსახურებიან. ბიუროს ყველა შესასვლელში და სართულზე განთავსებულია პირველადი სადეზინფექციო ხსნარი და სხვა დამცავი ჰიგიენური საშუალებები. 

სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ბიუროს ყველა ოფისში
ექსპერტიზის ბიუროსთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა თანამშრომელმა სამუშაოს შესრულების დროს დაცულად იგრძნოს თავი.

ექსპერტიზის ბიურო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

Image

სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების გამო და საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გაცხადებული რეკომენდაციების შესაბამისად ექსპერტიზის ბიურო მიმდინარე წლის პირველ აპროლამდე ალკოჰოლური თრობის განსაზღვრას უზრუნველჰყოფს მხოლოდ სისხლის ანალიზის მეთოდით. 

ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის კიდევ ერთი წარმატება

Image

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ჯანდაცვის ევროპული დირექტორიატის (European Directorate for The Quality of Medicines & HealthCare (EDQM), STRASBOURG) )  მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში. 

2019 წლის დეკემბერში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტრასბურგიდან, სტანდარტიზაციის დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა საანალიზო ნიმუში - „NALIDIXIC ACID TABLETS“,  შესაბამის სტანდარტულ ნიმუშთან და ფარმაკოპეულ მეთოდთან ერთად - პროფესიული ტესტირების ჩასატარებლად. ტესტირების მიზანი კი იყო აღნიშნულ ტაბლეტებში ფარმაკოლოგიურად აქტიური კომპონენტის - ნალიდიქსის მჟავას - რაოდენობრივი შეფასება, თხევად-ქრომატოგრაფიული/დიოდური დეტექტირების მეთოდით და მიღებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება. აღნიშნულ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად ნიმუშები გაეგზავნა ევროპის 132 ლაბორატორიას, რომელთაგან 117 ლაბორატორიიდან იქნა მიღებული შედეგები. 

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო