Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სერვისები კიდევ უფრო  ხელმისაწვდომი გახდა  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ბიუროს სათაო ოფისში დამონტაჟდა პანდუსი ეტლით მოსარგებლე პირებისთვის და ასევე ბიუროს ყველა ოფისისთვის ბრაილის შრიფტით დამზადდა ბიუროს სერვისების, მომსახურების ტარიფების  და ნარკოლოგიური ექპსერტიზის შესახებ საინფორმაციო მასალები.  
აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა ბიუროს 2021 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში. 
არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით 2022 წელსაც. კერძოდ მოეწყობა პანდუსები რამდენიმე რეგიონულ ოფისში, მომზადდება აუდიო მასალა ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. ასევე  გადამზადდება ბიუროს სერვისების მიმწოდებელი 30-მდე თანამშრომელი. 
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო რეგიონში ლიდერი საექსპერტო დაწესებულებაა. ბიურო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ექსპერტებით. 

ბიუროში ხორციელდება 500-მდე ექსპერტიზა და მისი საქმიანობა მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებელზე.