
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა, ქეთევან ქართველიშვილმა, თანაავტორებთან (ნინო ყოჩიაშვილი, ნინო ფირცხელანი, ლევან მახალდიანი) ერთად, 2020 წლის 6-9 ივნისს, ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების ორგანიზებით, ბერლინში (გერმანია) გამართულ საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციაზე „European Human Genetics Virtual Conference (ESHG 2020.2)“ წარადგინა პოსტერ-პრეზენტაცია და აბსტრაქტი, თემაზე „The impact of maternal inherited thrombophilia on intra uterine growth restriction“.