ბიუროს მონაწილეობა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის  სამმართველოს უფროსმა თეო ხუჭუამ მონაწილეობა მიიღო  2020 წლის 8-10  სექტემბერს, Euro Petroleum Consultants – EPC-ის ორგანიზებით,  კოვიდ 19 პანდემიის გამო ვირტუალურად გამართულ საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენაში.  

ექსპერტიზის ბიუროში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი 13 პირის ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს  აფხაზეთის ტერიტორიაზე უგზო - უკვლოდ დაკარგული 13  ნეშტის იდენტიფიცირება განხორციელდა. 

ქართველ გმირებს  2020 წლის 15 აგვისტოს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) და ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთის ომისა და ცხინვალის საომარი მოქმედებების დროს უგზოუკვლოდ დაკარგულთა დნმ - იდენტიფიკაციის მიზნით, მათი ოჯახის წევრებისგან წლების განმავლობაში აღებულ იქნა და დაარქივდა 3780  ბიოლოგიური ნიმუში. მათგან გენოტიპირებულია 3389 ნიმუში, დაღუპული პირების შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.
უგზო - უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესში ასევე აქტიურად არის ჩართული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი, რომლის ექსპერტები მონაწილეობენ, როგორც ნეშტების ექსჰუმაციის პროცესში, ასევე ლაბორატორიულ სამუშაოებში.

ბიუროს განცხადება

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უპირველეს ყოვლისა გამოვთქვამთ მწუხარებას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განმარტავს, რომ ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი. სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დანიშნულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე,  შეძრულნი ვართ გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.

საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქტიურად განიხილება ამ მძიმე საქმის დეტალები, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზებთან დაკავშირებული საკითხები. ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც სამწუხაროდ, არაფერი საერთო აქვს სიმართლესთან.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო