სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ყოჩიაშვილმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თემაზე „სასამართლო ექსპერტიზისა და ექსპერტთა საქმიანობა - ომის გამოწვევები“ - ონლაინ შეხვედრის მიზანი იყო, სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენელთა პროფესიული ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.კონფერენციაში მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით 25 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო, სადაც საქართველოს დნმ-ლაბორატორიამ, მრგვალი მაგიდის წევრებს გაუზიარა საომარი მოქმედებების დროს ამოუცნობი პირების იდენტიფიკაციის გამოცდილება.
ექსპერტიზის ბიურო წლების განმავლობაში პერმანენტულად მონაწილეობს მსგავსი ტიპის საერთაშორისო კონფერენციებში და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.