Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის  სამმართველოს უფროსმა თეო ხუჭუამ მონაწილეობა მიიღო  2022 წლის მაისის თვეში, „საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის“ ორგანიზებით გამართულ  Eurachem-ის 2022 წლის გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სემინარში „გაზომვებთან დაკავშირებული ხარისხის უზრუნველყოფის გამოწვევები საველე პირობებიდან ლაბორატორიამდე, ISO/IEC 17025:2017 მოთხოვნების გათვალისწინებით“ მოხსენებით თემაზე „ნავთობპროდუქტების ნიმუშის აღების სირთულეები არასტანდარტული პირობების დროს”.
Eurachem წარმოადგენს ევროპულ ორგანიზაციათა ქსელს, რომლის მიზანია ქიმიური გაზომვების საერთაშორისო მიკვლევადობის სისტემის შექმნა. 
სამეცნიერო სემინარის მიზანს წარმოადგენდა საანალიზო ობიექტის ნიმუშის აღებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევების და სამომავლო რეკომენდაციების განხილვა ფიზიკო-ქიმიური გაზომვის მეთოდების ხარისხის უზრუნველსაყოფად და ვალიდაციისათვის. 
ექსპერტიზის ბიურო მსგავსი ტიპის სამეცნიერო შეხვედრებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.