სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილემ, გიორგი მურვანიძემ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს, კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაში „სასამართლო ექსპერტიზის, კრიმინალისტიკისა და სისხლის სამართლის პროცედურის აქტუალური საკითხები“, მიიღო მონაწილება, სადაც მონაწილეებს ბიუროს საქმიანობის, სიახლეების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. საქართველოს გარდა აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის 25 ქვეყნის სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებათა ხელმძღვანელმა პირმა და ექსპერტმა.
კოლეგებმა ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება და სასამართლო-საექსპერტო მიმართულების განვითარების ხედვები გაუზიარეს.