ბიუროს მორიგი წარმატება საერთაშორისო ტესტირებაში

Image

2019  წლის  ოქტომბრის თვეში  სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის  სამმართველომ საერთაშორისო ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ტესტირება ორგანიზებული იყო  კრიმინალისტიკური ლაბორატორიების ევროპული ქსელის „ENFSI“-ს ტექსტილის ჯგუფის მიერ. 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის  სამმართველოს  ექსპერტების მიერ ტესტირების ფარგლებში განისაზღვრა:

კვების ლაბორატორიის ექსპერტების წარმატება საერთაშორისო ტესტირებაში

Image

2019 წლის ნოემბრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველომ მონაწილეობა მიიღო პროფესიულ ტესტირებაში. ტესტირების ორგანიზატორი იყო ლაბორატორიების საერთაშორისო გაერთიანება EUROFINS. ტესტირებაში მონაწილეობა ასოცდაშვიდმა ლაბორატორიამ მიიღო.  ამჟამად ტესტირების მიზანს პათოგენური მიკროორგანიზმების თვისებრივი და რაოდენობრივი შემცველობის განსაზღვრა წარმოადგენდა კვების პროდუქტში. კერძოდ, სამ ნიმუშში გაკეთდა ოთხი მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი.
ტესტირების შედეგები გამოცხადდა 2019 წლის დეკემბერში. როგორც წარმოდგენილი შეფასებიდან ჩანს კვების სამმართველოს ექსპერტების მიერ ზუსტად იქნა დადგენილი მიკროორგანიზმების სახეობა და განისაზღვრა მათი რაოდენობრივი შემცველობა. გაგზავნილი თორმეტივე შედეგი იყო საუკეთესო.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Image

სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალმა უფროსმა, ბატონმა ლერი ბარნაბიშვილმა, ბიუროში პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით და დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან შეხვედრით დაიწყო.  შეხვედრაზე საექსპერტო მიმართულებების მიხედვით, დეპარტამენტების უფროსებმა დეტალურად ისაუბრეს თავიანთი  საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. 

ექსპერტიზის ბიუროს სომეხი კოლეგები ესტუმრნენ

Image

სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი არგამ ჰოვსეპიანი, მისი მოადგილე პატვაკან ვოსკანიანი და ექსპერტები ესტუმრნენ. 

სომეხმა კოლეგებმა ბიუროს უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი დნმ, ნივთიერებათა მასალათა და ნაკეთობათა და ნავთობის ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს და ექსპერტების მუშაობის სპეციფიკას  და  დანერგილ სიახლეებს გაეცნენ

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო