ექსპერტიზის ბიურომ დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა

Image

2019 წლის 4 ნოემბერს  სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა. ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებით, გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც  ბიუროს ყველა სფეროში მოღვაწე წარმატებული ექპსერტები დააჯილდოვდნენ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, სადაც მრავალ ექსპერტიზასთან ერთად ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები როგორიცაა: დნმ, მამობის დადგენა, ძუძუს კიბოს და თრომბოფილიის გენეტიკური კვლევები, სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზები, უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების ექსპერტიზა, ნარკოლოგიური ექსპერტიზა, მედიკამენტების ექსპერტიზა, კვების, სასმელი პროდუქტების და თამბაქოს ექსპერტიზა, კომპიუტერული ექსპერტიზა, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა და სხვა.

ბიურომ სოქსლეტის აპარატი "R 106 S" შეიძინა

Image

2019 წლის სექტემბრის თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველოსთვის სოქსლეტის ახალი აპარატი შეიძინა. სოქსლეტის აპარატი გამოიყენება სხვადასხვა სახეობის კვების პროდუქტებისგან ცხიმის ექსტრაქციისთვის.

 მსოფლიოში წამყვანი გერმანული ფირმა  “Behr-Labor-Technik”-ის  სოქსლეტის აპარატი “R 106 S” საშუალებას იძლევა პარალელურ რეჟიმში გაკეთდეს 6 ნიმუშის ანალიზი, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ექსპერტიზის ჩატარების დროს. ექსტრაქციის დამთავრების შემდეგ ხელსაწყო  ახდენს გამხსნელის რეგენერირებას, აღნიშნული ამცირებს რეაქტივების ხარჯს ექსპერტიზის მიმდინარეობისას, ამცირებს გარემოს დაბინძურების ალბათობას.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველო ISO17025-ის მიხედვით აკრედიტირებული ლაბორატორიაა. ბიუროში მუდმივად ხორციელდება ლაბორატორიების უახლესი ტექნიკით აღჭურვა, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა თანამშრომლების გადამზადებას, რათა მომხმარებელმა როგორც  მაღალკვალიფიციური, ასევე ხარისხიანი მომსახურებით ისარგებლოს.

ბიუროს ევროკავშირის ექსპერტები ესტუმრნენ

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ევროკავშირის მიმდინარე პროექტის  (CyberEast) ფარგლებში CPS  ბრიტანეთის პროკურატურის ექსპერტი ეშერ ჯორჯი, რუმინეთის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ექსპერტი მაირუს კუციურინო და ევროსაბჭოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის პროგრამის ოფიცერი  და პროექტის მენეჯერი გიორგი ჯოხაძე ესტუმრნენ. 

შეხვედრაზე ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა თამარ მელაშვილმა ევროპელ ექსპერტებს ბიუროს საქმიანობის სპეციფიკა გააცნო, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის  დეპარტამენტის უფროსმა როლანდ მახმუდოვმა, წარმოდგენილი პრეზენტაციის საშუალებით დეტალურად ისაუბრა   IT  დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ. 

​ბიუროს წარმატება

Image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, თბილისში გაიმართა ყოველწლიური კონფერენცია „Georgian IT Inovations”, სადაც სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და  კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტი დააჯილდოვეს, როგორც ავტორები ყველაზე წარმატებული IT ინოვაციის, გამოხატული ბიზნეს პროცესის გამარტივებაში. 

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო