Image2021 წლის 18 ოქტომბერს, ბიუროს ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ბელა გაბიტაშვილმა და კვების პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა თამარ აფციაურმა საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციის  მიერ, ხარისხის და სტანდარტების გლობალური პროგრამის ფარგლებში (GQSP) ორგანიზებულ  ონლაინ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. 

კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა “ხილისა და ბოსტნეულის ღირებულების ჯაჭვის შესაბამისობის შეფასების გაძლიერება“, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში არსებული საექსპერტო ლაბორატორიების მიღწევებზე, მათ სამომავლო გეგმებზე და როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის ტესტირებების გაძლიერებაზე. 

ონლაინ შეხვედრაზე მონაწილეები ასევე გაეცნენ საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციის წევრების მიერ ინიცირებულ სიახლეებს და გამოწვევებს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, რაც უზრუნველყოფს ბიუროში კვლევის თანამედროვე მეთოდების და სიახლეების დანერგვას.