ბიუროს იტალიელი კარაბინიერები ესტუმრნენ

Image

2019 წლის 11 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის  სასამართლო ექპერტიზის ეროვნული  ბიუროს უფროსის მოადგილემ გიორგი მურვანიძემ, იტალიელ კარაბინიერებს უმასპინძლა. 


სტუმრებს შორის გახლდნენ იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა ფულის გაყალბებასთან ბრძოლის დანაყოფის უფროსის მოადგილე მარიო რობერტო ერა  და ამავე განყოფილების უფროსი სპეციალისტი მარშელო ფელიჩე ტრიპეპი. 

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა სტუმრებს დაათვალიერებინეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური და ხელწერის ექსპერტიზების ლაბორატორიები და საექსპერტო საქმიანობის სპეციფიკა  და დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს .

ბიურო ერთ-ერთ ყველაზე ღია დაწესებულებად დასახელდა

Image

2019 წლის 3 მაისს,  ააიპ „ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მიერ,  საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ,  2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. 
ანგარიშის მიხედვით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი -100% მაჩვენებლით დასახელდა და სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.

ღვაწლმოსილ ექსპერტს მადლობის სიგელი გადაეცა

Image

სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს, სამედიცინო ექსპერიზის დეპარტამენტის ღვაწლმოსილ ექსპერტს რევაზ კაპანაძეს 95 წელი შეუსრულდა.

ექსპერტს იუბილე ბიუროს უფროსმა, გიორგი თვაურმა მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცა
ბატონი რევაზი რამდენიმე ათეული წელია მუშაობს  დეპარტამენტის  ჰისტოლოგიური სამმართველოს ექსპერტად და 70 წლის განმავლობაში თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ერთგულად და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება საყვარელ საქმეს. 

ოჯახებს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადაეცათ

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობოის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ურთიერთანამშრომლობით,  2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქის გადმოსვენება და იდენტიფიცირება მოხერხდა, რომელთა ნეშტებიც დღეს ოჯახებს გადაეცათ.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო