2021 წლის 13 ოქტომბერს, ბიუროს ხარისხის კონტროლის და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა ბელა გაბიტაშვილმა სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI) ხარისხისა და კომპეტენციის აღმასრულებელი კომიტეტის (QCC) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ხარისხის მართვის სისტემის სიახლეები და მისი გაუმჯობესების ტენდენციები. ENFSI-ის წევრმა საექსპერტო დაწესებულებების ხარისხის მენეჯერებმა ერთმანეთს ლაბორატორიული საქმიანობის გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.
შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ საერთაშორისო სტანდარტის ISO-17025-ის შესახებ ევროპის აკრედიტაციის (EA) ცენტრისა და საერთაშორისო აკრედიტაციის ლაბორატორიის კოოპერაციის (ILAC) მიერ ინიცირებულ სიახლეებს და გამოწვევებს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევის მაღალი ხარისხის სტანდარტის.