Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამშრომლები სრულად აიცრნენ.
ბიუროს ექსპერტები იზიარებენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დასრულებისათვის. 
დღეის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით  Sinopharm, Sinovac, Pfizer და AstraZeneca ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების თითქმის 60 პროცენტი  სრულად არის აცრილი, ხოლო პირველადი აცრა ჩატარებული აქვს დამატებით თანამშრომელთა 10 პროცენტს. 
COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით. 
აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვას, ასევე ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას. 
ბიუროს თანამშრომელთა აცრის პროცესი აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის დასრულებამდე.