Imageმიმდინარე წლის 21-26 ოქტომბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტებისთვის თემაზე: „სექსუალური ძალადობის მსხვერლპთა სასამართლო-სამედიცინო ექსერტიზის შესახებ“.
სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელებისას გარკვეული როლი აკისრია სამედიცინო ექსპერტიზას. აღნიშნული ტიპის ექსპერტიზების ჩატარებისას, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით. 
საერთაშორისო სტანდარტების გაცნობის და პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტებმა გაიარეს აღნიშნული ტრენინგის სრული კურსი და გაეცნენ საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ მიდგომებს, სტანდარტებს. კერძოდ: ადამიანის უფლებებისა და სისხლის სამართლის სტანდარტებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სასამართლო ექსპერტიზასთან დაკავშირებით; სექსუალური ძალადობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს როგორც ზრდასრულ ასევე, არასრულწოლვან მსხვერპლებთან მიმართებაში; LGBTQI  თემის სექსუალური ძალადობის სპეციალურ საჭიროებებს - LGBTQI თემის მოწყვლადობა ასპექტებს ექსპერტიზის პროცესში.