Image2021 წლის 4 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაარსებიდან 17 წელი გავიდა.

წლიდან-წლამდე ექსპერტიზის ბიურო ვითარდება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წამყვანი საექსპერტო დაწესებულებაა მთელი რეგიონის მასშტაბით.

500-ზე მეტი საექსპერტო მომსახურება, ხელმისაწვდომი ტარიფები, თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური კადრები და რაც მთავარია, საერთაშორისო სტანდარტი - ბიუროს მუშაობა, სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული. 

ბიურო წარმატებით ახორციელებს საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კერძოდ, დასავლეთ საქართველო (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი და სამცხე ჯავახეთი.

ბიურო ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ს სრულუფლებიანი წევრია და აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC17025-ის მიხედვით.

დანერგილი ხარისხის სისტემა არის ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევების მაღალი ხარისხის გარანტი, რაც დამკვეთის ნდობას განაპირობებს. 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბიუროს ყველა თანამშრომელს ექსპერტიზის დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ ამ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან საქმიანობაში, რადგან მათი როლი ფასდაუდებელია ქვეყნის განვითარების საქმეში.