სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დნმ ლაბორატორიაში

Image

2014 წლის ივნისის თვეში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი სტუდენტებმა დაათვალიერეს. ექსპერტიზის ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბიუროს დნმ ლაბორატორიაში პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა.

IT დეპარტამენტის უფროსი საბერძნეთში სემინარს ესწრება

Image

2014 წლის 8-13 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი საბერძნეთში სემინარზე იმყოფება.

ბიურომ სომხეთის ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა

Image

2014 წლის 10 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სომხეთის ექსპერტიზის ცენტრიდან დელეგაცია ესტუმრა. ბიუროს უფროსი გიორგი თვაური სომხეთის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელს მგერ ვარდანიანს შეხვდა და ექსპერტიზის ბიუროში უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა.

ENFSI-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გერმანიაში

Image

2014 წლის 4-7 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილი გერმანიაში ENFSI-ის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფება.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო