Image2014 წლის 4-7 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოდო ჩორგოლაშვილი გერმანიაში ENFSI-ის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფება.

ქალაქ დიუსელდორფში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის  ტექსტილისა და თმის სამუშაო ჯგუფის (European Textile and Hair Group – ETHG) შეხვედრა მიმდინარეობს.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილება თანამედროვე მეთოდიკები, ასევე სიახლეები ბოჭკოების ექსპერტიზის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სპეციალური ტრენინგის ჩატარება.

ENFSI-ის  ტექსტილისა და თმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებიან.

აღნიშნული შეხვედრა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ორგანიზებულია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიას კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ (Landeskriminalamt North Rhine-Westphalia).

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ყველაზე ავტორიტეტული დაწესებულების ENFSI-ის  სრულუფლებიანი წევრია.

ბიურო რეგულარულად მონაწილეობს ENFSI-ის  ეგიდით ორგანიზებულ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე.