2014 წლის 8-13 ივნისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი საბერძნეთში სემინარზე იმყოფება.კუნძულ ჰალკიდიკიზე კომპანია HP-ისა და UGT-ის ერთობლივი სემინარი მიმდინარეობს.
სემინარის ფარგლებში განიხილება HP-ის თანამედროვე ტექნოლოგიები და ტენდენციები, როგორც მონაცემთა ცენტრების ინფრასტრუქტურის, ასევე პერსონალური და ბეჭდვითი სისტემების მიმართულებით.
აღნიშნულ სემინარს საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის IT-ი დეპარტამენტებისა და სამმართველოს ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაწილეობა აღნიშნულ სემინარში მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარების მიზნით.