2014 წლის ივნისის თვეში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი სტუდენტებმა დაათვალიერეს.ექსპერტიზის ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ბიუროს დნმ ლაბორატორიაში პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული (ემორის უნივერსიტეტის USMD) პროგრამის პირველი კურსის უცხოელ და ქართველ სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობა - მოლეკულური გენეტიკის კვლევის მეთოდებში ჩაუტარდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ექსპერტიზის ბიურო მუდმივად თანამშრომლობს სახელმწიფო სამედიცნო უნივერსიტეტთან, რაც მომავალშიც აუცლებლად გაგრძელდება.