ბიუროს წარმომადგენლები ENFSI-ის თითის ანაბეჭდების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე

Image

​​2014 წლის 24-26 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი ბესიკ ნოზაძე და ბიუროს ხარისხის მენეჯერი უჩა მარგველაშვილი ნორვეგიის ქ. ოსლოში სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI-ის თითის ანაბეჭდების სამუშაო ჯგუფის რიგით მე-14  შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

ბიუროს უფროსი ამერიკაში საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება

Image

​​2014 წლის 16-25  სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური, საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან.

ექსპერტიზის ბიურო ახალგაზრდა სპეციალისტებს სტაჟირებასა და დასაქმებას სთავაზობს

Image

2014 წლის 12 სექტემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სტაჟიორთა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს ბიუროს ადმინისტრაციის უფროსი თამარ მელაშვილი შეხვდა. ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა 20 ბაკალავრი და მაგისტრანტი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ბიუროს სხვადასხვა დეპარტამენტებში გაივლიან სტაჟირებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ მაღალკვალიფიციური ექსპერტებისგან მიიღონ ცოდნა და დაეუფლონ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მნიშვნელოვანია ექსპერტიზის სფეროში საქმიანობისთვის.

სომხეთის დელეგაციის ვიზიტი ბიუროში

Image

​​2014 წლის აგვისტოს თვეში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ბ-ნ პატვაკან ვოსკანიანის ხელმძღვანელობით სომხეთის საექსპერტო დაწესებულების დელეგაცია ესტუმრა. აღნიშნული ვიზიტი საქართველოში ერევანში ამერიკის საელჩოს (INL) მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდა.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო