Image2016 წლის 10-13 მაისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი თვაური ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ENFSI-ს რიგით 27-ე ყოველწლიურ კონგრესზე იმყოფება. 
სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპულ ქსელში (ENFSI) 35 ქვეყნის 62 საექსპერტო დაწესებულებაა გაწევრიანებული.
ENFSI-ს სამუშაო შეხვედრას სრულუფლებიანი წევრები მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნებიდან ესწრებიან.
აღნიშნულ კონგრესზე განიხილება ის აქტუალური თემები, რომელიც სასამართლო ექსპერტიზის დარგის განვითარებას და მის თანამედროვე მოთხოვნებს ეხება. 
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2011 წლიდან ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის (ENFSI-ს) სრულუფლებიანი წევრია.