ბიუროს წარმომადგენლების ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში

Image

​​2014 წლის 10-16 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი პაატა თუშურაშვილი, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან სიმონიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების და ხარისხის კონტროლის სამმართველოს თანამშრომელი უჩა მარგველაშვილი ოფიციალური მიწვევით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ.

IT-ი ტექნოლოგიების გამოფენა ამსტერდამში

Image

​​2014 წლის 7-10 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი როლანდ მახმუდოვი ქ. ამსტერდამში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოფენას დაესწრო.

პოლონეთის შსს-ს წარმომადგენლები ექსპერტიზის ბიუროს ესტუმრნენ

Image

2014 წლის 5 აგვისტოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ისინი საქართველოში ევროკავშირის სააგენტოს - ევროპის პოლიციის კოლეჯის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ.

ექსპერტიზის ბიურო ახალგაზრდა სპეციალისტებს სტაჟირებასა და დასაქმებას სთავაზობს

Image

​​2014 წლის სექტემბრიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტაჟირების ერთწლიან პროგრამას იწყებს. წლის ბოლოს საუკეთესო სტაჟიორები დასაქმდებიან ბიუროში. მათთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო