
2015 წლის 23 მარტს, თბილისის ეროვნულ გალერეაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო კიკაბიძე და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან სიმონიშვილი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
აღნიშნული ღონისძიება PH-International-ის პროექტის „ საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“(GE CALLS) ფარგლებში მოეწყო.
ღონისძიებაში ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა არჩილ თალაკვაძემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ბატონმა იან კელიმ.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციის პროგრამის არაფორმალური განათლების ინოვაციური მეთოდიკის გამოყენებით მის განავითარებას, დანერგვას და მოზარდების საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებულ საბაზო ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებაში თბილისის საჯარო სკოლებისს მე-9 -მე-12 კლასის 40 მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტ „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ ფარგლებში მოზარდებისთვის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა წიგნების იმიტირება მოახდინეს და მოსწავლეებს მათთვის საინტერესო თემებსა და კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს, ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ექსპერტიზის ბიუროს საქმიანობის შესახებ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე მეორე წელია ჩართულია აღნიშნულ პროექტში და მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.