Imageს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის   ეროვნული ბიუროს მიერ საბანკო მომსახურების მიღებაზე კონკურსის ჩატარების შესახებ

ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

       ს.ს.ი.პ ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს კორპორატიული საბანკო მომსახურების მიღების მიზნით.

  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1.1. ბანკს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე საბანკო საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;

 

1.2 არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

2. კონკურსში მონაწილე კომერციულმა ბანკმა, საკონკურსო წინადადებასთან ერთად, უნდა   წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

2.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;

2.2. ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომ არ ხორციელდება კომერციული ბანკის ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

2.3. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ კომერციულ ბანკზე არ არის   საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმჯელოს და შეზღუდვის მოცულობისა თუ სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ბანკის კონკურსში მონაწილეობის ან დისკვალიფიკაციის შესახებ);

2.4.  ინფორმაცია  საქართველოს მასშტაბით ქალაქებში განთავსებული სერვისცენტრებისა და სწრაფი გადახდის აპარატების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  შესახებ -  მათი მისამართების მითითებით;

2.5. საქართველოს ბაზარზე მინიმუმ 10 წლიანი საბანკო საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (აღნიშნულ მონაცემში ჩაითვლება აგრეთვე შემთხვევა, თუ მოქმედი საბანკო დაწესებულება გვევლინება სხვა სახელწოდებით მოქმედი საბანკო დაწესებულების სამართალმემკვიდრედ.)

 

შენიშვნა: ,,2.2.“ და ,,2.3.“ პუნქტებით გათვალისწინებული ცნობები გაცემული უნდა იქნეს წინამდებარე  განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

 

3. გამარჯვების შემთხვევაში, კომერციული ბანკი  ვალდებულია  უზრუნველყოს:

3.1 ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებების საფასურის გადახდის სისტემის აწყობა (ბილინგი);

3.2 ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაში ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #84-ში, 10,93 კვადრატულ მეტრზე, განათავსოს ბანკის სერვის-ცენტრი/განყოფილება (აღნიშნული ფართი იჯარის წესით გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ კომერციულ ბანკზე. სერვის-ცენტრის სარგებლობისათვის ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება შესაბამისი დარგის ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების შესაბამისად (მიმდინარე საიჯარო ქირა შეადგენდა 200 ლარს); ტრანზაქციების ყოველდღიური რაოდენობიდან გამომდინარე სერვის-ცენტრში სავალდებულოა ორი ოპერატორის განთავსება. აღნიშნული სერვის-ცენტრის მიერ შესრულებულ თითოეულ ტრანზაქციაზე საკომისიო უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 1 (ერთი) ლარს.

3.3 კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი სერვის-ცენტრი შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.

კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებულ შევსებულ საკონკურსო დოკუმენტაციას.

     დაინტერესებულ  პირებს  საკონკურსო  დოკუმენტაცია გადაეცემათ განცხადების გამოქვეყნებიდან 2016 წლის 15 აპრილის ჩათვლით - 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ # 84.

    საბანკო მომსახურების შეფასება განხორციელდება სადეპოზიტო/მიმდინარე ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის უმაღლესი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

შენიშვნა: ინფორმაცია ბიუროში განთავსებული კომერციული ბანკის სერვის-ცენტრის მიერ შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობის და 2015 წლის განმავლობაში მოზიდული შემოსავლების შესახებ მოცემული იქნება საკონკურსო დოკუმენტაციაში;

კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე, ერთი დალუქული კონვერტით 2016 წლის 20 აპრილის 18:00 საათამდე,ემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 84.

საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2016 წლის 21 აპრილს, 11:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ #84.

საკონკურსო წინადადების გახსნის შემდგომ გაიმართება ზეპირი ვაჭრობა, რომლის ჩატარების წესიც დადგენილია საკონკურსო დოკუმენტაციით.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია .ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკონკურსო აპარატში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ # 84; საკონტაქტო პირები: თამთა ხაჭაპურიძე, ტელ: 577 344 393, 032 2 25 84 84 (1139); ანა გურგენიძე: 577 112 178, 032 2 25 84 84 (1321).