ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელფასო
მომსახურების
მიღებაზე კონკურსის ჩატარების შესახებ
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს კონკურსს სახელფასო პორტფელის მომსახურების მიღების
მიზნით.
1. კონკურსში
მონაწილეობის მისაღებად, პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1.1. ბანკს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე საბანკო
საქმიანობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
1.2
არ უნდა
ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და
არ უნდა
მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
2. კონკურსში მონაწილე კომერციულმა
ბანკმა, საკონკურსო წინადადებასთან ერთად, უნდა
წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
2.1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების
მითითებით;
2.2. ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომ არ ხორციელდება კომერციული
ბანკის ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;
2.3. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოდან, რომ კომერციულ ბანკზე არ
არის
საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა (ასეთის არსებობის
შემთხვევაში, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია იმჯელოს და შეზღუდვის
მოცულობისა თუ სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული
გადაწყვეტილება ბანკის კონკურსში მონაწილეობის ან დისკვალიფიკაციის შესახებ);
2.4. ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ქალაქებში განთავსებული
სერვისცენტრების და/ან ბანკომატების
შესახებ მათი მისამართების მითითებით;
2.5. . საქართველოს
ბაზარზე მინიმუმ 10 წლიანი საბანკო საქმიანობის
გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (აღნიშნულ მონაცემში ჩაითვლება
აგრეთვე შემთხვევა, თუ მოქმედი საბანკო დაწესებულება გვევლინება სხვა სახელწოდებით
მოქმედი საბანკო დაწესებულების სამართალმემკვიდრედ.)
შენიშვნა: ,,2.2.“ და ,,2.3.“ პუნქტებით
გათვალისწინებული ცნობები გაცემული უნდა იქნეს წინამდებარე განცხადების გამოქვეყნების დღიდან.
3. გამარჯვების შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს:
3.1 განათავსოს ბანკომატები ბიუროს შემდეგ ადმინისტრაციულ
შენობებში:
ა) ბიუროს ადმინისტრაციული შენობა
(ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზ №84);
ბ) კირიაკ ზავრიევის სამშენებლო
მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრი (ქ.თბილისი, დ. აღამშენებლის ხეივანი მე-10 კმ);
გ)
სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქ.თბილისი, დ. აღამშენებლის ხეივანი
მე-10 კმ);
დ) აჭარის რეგიონული ექსპერტიზის
დეპარტამენტი (ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ # 102);
ე) დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ექსპერტიზის დეპარტამენტი (ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ # 2).
3.2 კომერციულ ბანკს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი
სერვის-ცენტრი და/ან ბანკომატი შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი,
რუსთავი, გურჯაანი ან თელავი.
კონკურსში
მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს საკონკურსო კომისიის მიერ დამტკიცებულ
შევსებულ საკონკურსო დოკუმენტაციას.
დაინტერესებულ პირებს საკონკურსო
დოკუმენტაცია გადაეცემათ
განცხადების გამოქვეყნებიდან 2016
წლის 15 აპრილის ჩათვლით -
18:00 საათამდე,
შემდეგ მისამართზე
ქ. თბილისი,
ჭავჭავაძის გამზ #
84.
შენიშვნა: ინფორმაცია ბიუროს საშტატო რიცხოვნობის და 2016
წლის სახელფასო ფონდის შესახებ მოცემული იქნება საკონკურსო დოკუმენტაციაში;
კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის
საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები
წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ
ენაზე, ერთი
დალუქული კონვერტით
2016
წლის 20 აპრილის
18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის
გამზ. 84.
საკონკურსო წინადადებები გაიხსნება 2016 წლის 21 აპრილს,
13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ.
თბილისი, ჭავჭავაძის
გამზ #84.
საკონკურსო წინადადების გახსნის
შემდგომ გაიმართება ზეპირი ვაჭრობა, რომლის ჩატარების წესიც დადგენილია საკონკურსო
დოკუმენტაციით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება
შესაძლებელია ს.ს.ი.პ ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკონკურსო აპარატში
შემდეგ მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ # 84; საკონტაქტო პირები:
თამთა ხაჭაპურიძე,
ტელ: 577
344 393,
032 2 25 84 84 (1139); ანა გურგენიძე: 577 112 178, 032
2 25 84 84 (1321).
შეფასების კრიტერიუმები
#
|
მომსახურების დასახელება
|
მაქსიმალური შეფასების %
|
1
|
სახელფასო მომსახურების ტარიფები
|
100%
|
1.1
|
ბარათით სარგებლობა და საოპერაციო მომსახურება
|
15%
|
1.2
|
სახელფასო ოვერდრაფტი
|
15%
|
1.3
|
სახელფასო სესხი უზრუნვლყოფის გარეშე
|
30%
|
1.4
|
სესხი უზრუნველყოფით
|
10%
|
1.5
|
იპოთეკური სესხი
|
30%
|