Image​2016 წლის 26-29 აპრილს პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნინო ყოჩიაშვილი ყოველწლიურ ევროპულ CODIS კონფერენცის დნმ - მონაცემთა ბაზების შესახებ და ENFSI დნმ - სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება.

შეხვედრის ფარგლებში ექსპერტები გაეცნობიან დნმ სფეროში მიმდინარე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს და სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოადგენილ აპარატურას.

აღნიშნულ კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სასამართლო ექსპერტიზის დარგში დნმ მიმართულებით მოწინავე დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებიან.

ბიუროს ექსპერტი ნინო ყოჩიაშვილი კონფერენციაზე მიწვეულია, როგორც CODIS-ის მომხმარებელი ლაბორატორიისა და დნმ სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 2007 წლიდან დნმ სამუშაო ჯგუფის ხოლო 2011 წლიდან ENFSI სრულუფლებიანი წევრია.