ბიუროს ექსპერტების სამეცნიერო სტატია საერთაშორისო გამოცემაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების სამეცნიერო კვლევის შედეგები, პუბლიკაციის სახით — „მემკვიდრული თრომბოფილია ქართველ ქალებში თრომბოზის პირადი და/ან ოჯახური ისტორიის არსებობით ან მის გარეშე და აუხსნელი განმეორებითი ორსულობის დანაკარგებით”, გამოქვეყნდა თრომბოზისა და ჰემოსტაზის სფეროში მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში „Thrombosis Research“.

კახეთში ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტი მომხმარებლებს დამატებით სერვისებს შესთავაზებს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა გიორგი მურვანიძემ ბიუროს კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილებაში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დღემდე, თბილისის გარდა, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომხმარებლებს სრულყოფილ საექსპერტო მომსახურებას უწევდა ქუთაისში - დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტისა და ბათუმში - აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მეშვეობით. მომხმარებელთა ინტერესებისა და რეგიონებში საექსპერტო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიმდინარე წლის ზაფხულიდან კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილება გარდაიქმნება კახეთის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტად. შედეგად, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს სამედიცინო ექსპერტიზასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომსახურება ნარკოლოგიური, ფსიქიატრიული, საინჟინრო, სასაქონლო, ფინანსური და სხვა საექსპერტო მიმართულებებით.

ბიუროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. ბიუროს უფროსის გიორგი მურვანიძის და უნივერსიტეტის რექტორის ტიტე აროშიძის მიერ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია აკადემიური და პროფესიული სივრცეების დაახლოება, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ინტეგრაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება. 

საქართველოში ბიუროს მიერ ორგანიზებული პირველი ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

Image

2026 წლის 10-12 ივნისს, პირველად საქართველოში, ქალაქ ბათუმში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით, გაიმართება ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული ხედვების გასაზიარებლად როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტებისთვის.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო