ქართველი გენეტიკოსების კვლევა საერთაშორისო გამომცემლობაში

Image

ევროპის ადამიანის გენეტიკოსთა ასოციაციის (ESHG) სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის — „იშემიური ინსულტის გენეტიკური წინასწარგანწყობა: მემკვიდრული თრომბოფილიის გენების პოლიმორფიზმის როლი ქართულ პოპულაციაში“ — შედეგები, პოსტერ-პრეზენტაციის სახით, წარდგენილ იქნება, ევროპის ადამიანის გენეტიკოსთა ასოციაციის (ESHG) კონფერენციაზე შვედეთში, რომელშიც ყოველწლიურად საშუალოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 7000 გენეტიკოსი იღებს მონაწილეობას.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ახალი ლოგო შეიმუშავა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ახალი ლოგო შეიმუშავა. განახლებული ლოგო აერთიანებს საექსპერტო მიმართულებებს და ერთიან სიმბოლოში წარმოაჩენს მათ ურთიერთკავშირს.

კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა სპეციალიზებული სახის საიდენტიფიკაციო პროფესიული ტრენინგი გაიარეს

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფოტო, ვიდეო და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტებმა გაიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატში (ქ. არლინგტონი) ამერიკული კომპანია Ideal Innovations, Inc-ის მიერ ორგანიზებულ სპეციალიზებული სახის საიდენტიფიკაციო პროფესიული ტრენინგი - Facial Identification Training (F.I.T.) 202 Facial Examination Course. გადამზადების შედეგად, ექსპერტებმა შეისწავლეს სახის შედარებითი ანალიზის განვითარების ეტაპები, ასევე გაეცნენ წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების - FISWG (Facial Identification Scientific Working Group, სახის საიდენტიფიკაციო სამეცნიერო სამუშაო ჯგუფი), ENFSI (European Network of Forensic Science Institutes - სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელი), OSAC (Organization of Scientific Area Committees - სამეცნიერო სფეროების კომიტეტების ორგანიზაცია) და ASTM (Advancing Standards Transforming Markets - სტანდარტების განვითარების საერთაშორისო ორგანიზაცია) - მიერ შემუშავებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელოებს, რომლებიც თანამედროვე საექსპერტო პრაქტიკის საფუძველს წარმოადგენენ.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო