ბიუროს უფროსმა ექსპერტიზის დღეს წლის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა და მოწვეულ სტუმრებს წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიერ ორგანიზებული ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კვირეული შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე, რომელმაც სტუმრებს გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა, ხაზი გაუსვა განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და უწყების სამომავლო პრიორიტეტებს.

გიორგი მურვანიძემ ბიუროს აჭარისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტების თანამშრომლები დააჯილდოვა

Image

ქალაქ ბათუმში, ექსპერტიზის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბიუროს თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

ბიუროს უფროსი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გიორგი მურვანიძე მოადგილესთან როლანდ მახმუდოვთან ერთად სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ბიუროს უფროსი სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს სრბუი გალიანს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ექსპერტიზის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.

ბიუროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ქალაქ დენვერში იმყოფებოდნენ

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტთა ამერიკული ეროვნული ასოციაციის (NAME) მიერ აკრედიტებული დენვერის სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და აკრედიტაციის სტანდარტების გაცნობის მიზნით იმყოფებოდნენ.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო