ბიუროს სასწავლო ვიზიტით ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საექსპერტო დაწესებულებათა ხელმძღვანელები ესტუმრნენ

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამართალდამცავი უწყებები ცენტრალურ აზიაში“ (LEICA) ფარგლებში, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების ხელმძღვანელებს უმასპინძლა. 

შეხვედრა აფხაზეთში და სამაჩაბლოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომართა ოჯახის წევრებთან

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი ნონო კიკაბიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ, 1990-იან წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში სამაჩაბლში, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან შეხვედრას დაესწრო. 

სასამართლო ექსპერტთა VII კონფერენცია

Image

2023 წლის 24 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სასამართლო ექიმთა VII სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, რომელიც ორგანიზებული იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის და საქართველოს სასამართლო ექიმთა ასოციაციის მიერ. 

სომეხი კოლეგების ვიზიტი ბიუროში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სამდღიანი სასწავლო ვიზიტით, სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, სასამართლო მედიცინის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, მოლეკულური გენეტიკის დნმ ლაბორატორის ხელმძღვანელები ესტუმრნენ. 

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო