Image

მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, ჩემო საყვარელო ექსპერტებო. 

დღეს განსაკუთრებული დღეა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაარსებიდან 20 წელი შესრულდა. ეს არის არა მხოლოდ თარიღი, არამედ ასობით პროფესიონალის ერთობლივი შრომის, თავდადების და წარმატების ისტორია. 20 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთად შევქმენით ინსტიტუცია, რომელიც გახდა სანდოობის და პროფესიონალიზმის მაგალითი.

ამ წლების მანძილზე ჩვენ ერთად დავნერგეთ და განვავითარეთ საერთაშორისო სტანდარტის საექსპერტო საქმიანობა, დავეხმარეთ ჩვენს ექსპერტებს, მიეღოთ საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება, შევქმენით თანამედროვე სტანდარტის ლაბორატორიები, აღვზარდეთ პროფესიონალთა რამდენიმე თაობა და შევქმენით უნიკალური საექსპერტო ცოდნის ბაზა. 

საექსპერტო საქმიანობასთან ერთად, წარმატებით ვახორციელებთ სამეცნიერო საქმიანობას, რომელიც გამოადგება ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა სფეროების განვითარების კუთხით.

გასნაკუთრებულ მადლობას გიხდით ჩვენს გამოცდილ, ღვაწლმოსილ ექსპერტებს, რომლებიც წლებია ქმნით ბიუროს რეპუტაციას, ახალგაზრდა ექსპერტებს, რომლებიც ახალ ენერგიას გვმატებენ და ადმინისტრაციიულ პერსონალს, რომელთა შრომაზეც დგას ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. 

ვამაყობ, რომ ვდგავარ ასეთი პროფესიონალი გუნდს სათავეში. თქვენი თავდადებული შრომა ობიექტური და მაღალკვალიფიციური საექსპერტო კვლევები, არის მაღალხარისხიანი სტანდარტის გარანტი. 

წინ დიდი გამოწვევები და გეგმებია, რომელსაც თქვენთან ერთად და თქვენი თანადგომით განვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას და ჩვენი ბიუროს შემდგომ განვითარებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ და პირად ცხოვრებაში. 

ბიუროს უფროსი გიორგი თვაური