სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ანთროპოლოგიური ფოტოგრაფიის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

Image

2023 წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში, ბიუროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ანთროპოლოგიური ფოტოგრაფიის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა.

ანთროპოლოგიური ფოტოგრაფიის 5 დღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტებმა. კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პრაქტიკული ნაწილი ექსპერტებმა ადგილზე, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში გაიარეს.

ბიუროს პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, თბილისის პირველი გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასლოგიური, დაქტილოსკოპიური, დოკუმენტების და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს და ექსპერტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ექსპერტიზის წარმოების თანამედროვე სტანდარტების და კვლევის სპეციფიკის შესახებ. 

ბიუროს დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

Image

2023 წლის 10 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე მერაბ მურღულია, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი მირიან სამხარაძე და ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი პაპუნა აბულაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მიწვევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინგტონში იმყოფებოდნენ. 

ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზა

Image

არის შემთხვევები, როდესაც საეჭვო და სადაო ხდება საბუთზე ხელმოწერის ან ხელნაწერის, ასევე სხვადასხვა სახის დოკუმენტის ავთენტურობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიმართოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სადაც მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ, საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზის საშუალებით, დაადგენს ჭეშმარიტებას. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის, ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზის ლაბორატორიაში, ხელწერისა და დოკუმენტების ექსპერტიზის ჩატარებით დგინდება

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო