Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ყირგიზ და საერთაშორისო ციფრული ლაბორატორიის ექსპერტებს უმასპინძლა.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამართულ შეხვედრაზე, ადმინისტრაციული და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის უფროსებმა ციფრული ლაბორატორიის სასამართლო ექსპერტიზის სამსახურში (FES) ხელმძღვანელს აზამატ კულიევს და სპეციალისტს, ბეკტურ ზაკირაეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტერორიზმთან ბრძოლის ბიურო- (UNOCT) პროგრამების მართვის ოფიცერს, ბატონ დმიტრი პონომაროვს და ამავე ორგანიზაციის კონსულტანტს ვიტალი პეროვს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ბიუროს მართვის სისტემების, ორგანიზაციული სტრუქტურის, ადმინისტრაციული პროცედურების, საერთაშორისო გამოცდილების და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თაობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე ექსპერტები ბიუროში ექსპერტიზის დანიშვნის, საექსპერტო დასკვნის გაცემის, ნივთმტკიცების ბრუნვის და შენახვის პროცედურებს გაეცნენ. დაათვალიერეს საინფორმაციო - ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც ციფრული მოწყობილობების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით საექსპერტო საქმიანობის შესახებ, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს.

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა ქვეყნების საექსპერტო დაწესებულებებთან თანაშრომლობითვის. მსგავსი ტიპის შეხვედრები, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საფუძველს წარმოადგენს.