ბიუროს უფროსმა წლის საუკეთესო ექსპერტები დააჯილდოვა

Image

2023 წლის 3 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზის დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბიუროს უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა წლის წარმატებული ექსპერტები, დაკისრებული მოვალეობების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.

ბიუროს ხელწერის და დოკუმენტების ექსპერტიზის ექსპერტის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

Image

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა სალომე ჩოლოყაშვილმა პორტუგალიაში, ქ. ევორაში გამართულ IGS 2023: Conference of the International Craphonomics Society, 21-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

Image

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა გვანცა გუჯაბიძემ, მონაწილეობა მიიღო ბელგიის ქ. ბრიუსელში, სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ორგანიზებით გამართულ, კრიმინალისტიკური მეცნიერების ინსტიტუტის, ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტთა 29 -ე სამუშაო შეხვედრაში.

ბიუროს ექსპერტებმა ფსიქიატრიის 23ე მსოფლიო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა

Image

ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტებმა აკაკი ტყემალაძემ და ვანდა ჭანტურიძემ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, ფსიქიატრიის 23-ე მსოფლიო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო