
2025 წლის 19 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დასაქმების კვირეული -2025“ გაიხსნა, რომელშიც სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
კვირეულის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ და დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საჯარო და კერძო ორგანიზაციების სტაჟირების პროგრამის და დასაქმების თაობაზე.
სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წარმოადგენს წამყვან სახელმწიფო უწყებას, საექსპერტო საქმიანობის მიმართულებით, სადაც გარდა საერთაშორისო სტანდარტის საექსპერტო საქმიანობისა, მაღალკვალიფიციური კადრები მუდმივად ცდილობენ ხელი შეუწყონ ახალგაზრდა თაობის პროფესიულ წინსვლას და განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, ბიურო უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მუდმივად გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის კუთხით.
ყოველწლიურად ბიუროს ბაზაზე სტაჟირებას გადის საშუალოდ 10-15 სტუდენტი, რომელიც წარმატებით საქმდება, როგორც ბიუროში, ასევე სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „დასაქმების კვირეული 2025“ 23 მაისს დასრულდა, სადაც ყველა მონაწილეს მადლობის სიგელი გადაეცა.