ბიუროს ექსპერტის საინფორმაციო ვიზიტი ბუქარესტში

Image

ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის, კომპიუტერული ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი შარაბიძე ევროკავშირის საერთაშორისო თანამშრომლობის გაცვლითი პროგრამის (CEPOL-ICU) ფარგლებში, რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში იმყოფებოდა.

ბიუროს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

Image

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სსიპ დ. უზნაძის სახელობის თბილისის 22-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. უფროსკლასელებმა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი ბალისტიკური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, დოკუმენტებისა და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს და უშუალოდ ექსპერტებისგან საექსპერტო საქმიანობის, დანერგილი სიახლეების შესახებ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ბიუროს ექსპერტები ამერიკის შეერთებულ შტატებში კონფერენციაზე გაემგზავრნენ

Image

ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა მარიამ როგავამ და ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა ბესიკ ნოზაძემ, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდში, იდენტიფიკაციის საერთაშორისო ასოციაციის (IAI) 107-ე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

ბიუროს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები“-ს სტუდენტები ესტუმრნენ.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო