
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა, რომელსაც მსოფლიო ყოველწლიურად 2 აპრილს აღნიშნავს.
კამპანიის ფარგლებში ბიუროს თანამშრომლების მიერ შეძენილი წიგნის ფერადი სანიშნები სერვისცენტრში მოსულ მოქალაქეებს დაურიგდათ, რომლებზეც დანიტანილია სასარგებლო რჩევები აუტისტური სპექტრის მქონე პირების ქცევების შესახებ და გვასწავლიან კონკრეტულ სიტუაციაში,როგორ ვიურთიერთოთ და დავეხმაროთ მათ.
აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას და შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომის სახით, რაც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში.
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ჩართულია სხვადასხვა სოციალურ კამპანიაში და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობას, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის, ასევე საზოგადოების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის.