Image

2025 წლის 1 მაისს, სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის პირველი გიმნაზიის მეათე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, მომსახურების მრავალფეროვან სფეროებს და ექსპერტიზის დანიშვნისა და დასკვნების გაცემის წესს.

მოსწავლეებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ხელწერის ექსპერტიზის ლაბორატორიების დათვალიერებამ, სადაც დეტალურად გაეცნენ საექსპერტო კვლევების თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებს და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით,  ექსპერტების მხრიდან  ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ექსპერტიზის ბიურო მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის პროცესში. მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც მომავალში ბიუროში ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და წარმატებული დასაქმების წინაპირობაა.