Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორია უახლესი ტექნოლოგიით - Thermo Scientific LC-MS/MS TSQ Quantis Plus სისტემით აღიჭურვა.

TSQ Quantis Plus წარმოადგენს უახლესი თაობის სითხურ ქრომატოგრაფს ტანდემური მას-სპექტრომეტრიით, რომელიც უზრუნველყოფს:

️ფართო სპექტრის საკვლევი ნივთიერებების მაღალმგრძნობიარე და მაღალი სიზუსტის თვისობრივ- რაოდენობრივ ანალიზს;

️კომპლექსური  ნიმუშების სწრაფ და ეფექტურ  ანალიზს;

ინტეგრირებულ მონაცემთა დამუშავების თანამედროვე  პროგრამულ უზრუნველყოფას;

️საექსპერტო დასკვნების საერთაშორისო აღიარების  ხელშეწყობას;

ლაბორატორიული ანალიზის პროცედურების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან და ახალი კვლევითი მიმართულებების დანერგვას.

ახალი აპარატურის საშუალებით მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ექსპერტიზების შესაძლებლობები და მეტად ეფექტურად ჩატარდება ისეთი კვლევები როგორიცაა: 

️ბიოლოგიურ ობიექტებში - სისხლში, შარდში და სხვადასხვა ქსოვილებში - სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მედიკამენტების და სხვადასხვა ბუნების ტოქსიკური ნივთიერებების იდენტიფიკაცია და რაოდენობრივი განსაზღვრა;

️ნარკოტიკული ნივთიერებების და ფსიქოტროპული საშუალებების, როგორც ინდივიდუალური, ისე მეტაბოლური პროფილების დეტალურ ანალიზს;

აღსანიშნავია, რომ  TSQ Quantis Plus სრულად შეესაბამება ანალიზური ლაბორატორიების ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტს - ISO/IEC 17025:2017-ის საგამოცდო ლაბორატორიების კომპეტენციის მოთხოვნებს, რაც საქართველოში ჩატარებლი კვლევების საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის და საერთაშორისო აღიარების გარანტია.

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მუდმივად ზრუნავს, რომ ლაბორატორიები აღჭურვილი იქნას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული უახლესი ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს ახალი მეთოდების დანერგვას, კვლევების წარმოების გამარტივებას და შედეგად მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას.