Image

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასწავლო ვიზიტით ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ახალგაზრდებმა დაათვალიერეს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ხელწერის და დოკუმენტების ექსპერტიზის ლაბორატორიები, სადაც ექსპერტებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს, კვლევების სპეციფიკის და მეთოდოლოგიის თაობაზე. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, საექსპერტო საქმიანობის გაცნობის და მომავალი პროფესიის არჩევის მიზნით, არაერთ საჯარო სკოლას და უმაღლეს სასწავლებელს უმასპინძლა, რაც ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის სწორად არჩევაში და სამომავლო ინტერესების გამოკვეთაში დაეხმარება.