
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, ისევე როგორც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე, შეძრულნი ვართ გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.
საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აქტიურად განიხილება ამ მძიმე საქმის დეტალები, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზებთან დაკავშირებული საკითხები. ვრცელდება არაერთი ვერსია, რომელსაც სამწუხაროდ, არაფერი საერთო აქვს სიმართლესთან.