მონაწილეობა ESHG virtual საერთაშორისო კონფერენციაში

Image

​​სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა, ქეთევან ქართველიშვილმა, თანაავტორებთან (ნინო ყოჩიაშვილი, ნინო ფირცხელანი, ლევან მახალდიანი) ერთად, 2020 წლის 6-9 ივნისს, ადამიანის გენეტიკის ევროპის საზოგადოების ორგანიზებით, ბერლინში (გერმანია) გამართულ საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციაზე „European Human Genetics Virtual Conference (ESHG 2020.2)“ წარადგინა პოსტერ-პრეზენტაცია და აბსტრაქტი, თემაზე „The impact of maternal inherited thrombophilia on intra uterine growth restriction“.


მონაწილეობა online საერთაშორისო კონფერენციაში

Image

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ყოჩიაშვილმა და ამავე დეპარტამენტის ექსპერტმა, ნინო ფირცხელანმა, 2020 წლის 30-31 მაისს, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ, პირველ სართაშორისო დისტანციურ კონფერენციაში „The First International Scientific Practical Online Conference Human Genetics and Genetic Diseases: Problems and Development Perspectives" მიიღეს მონაწილეობა. 

ბიურომ სისხლის უანგარო დონაციაში მიიღო მონაწილეობა

Image

სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოწოდებას გამოეხმაურა და უანგარო დონაციის აქცია გამართა.

აქციის ფარგლებში, ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს პაციენტებისთვის გაიღეს.

ბიურო სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებს

Image

ქვეყანაში კორონა ვისრუსის პანდემიასთან ბრძოლის პრევენციის მიზნით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ  ბიუროში ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება სამუშაო სივრცის და დერეფნების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. სერვის ცენტრის თანამშრომლები მომხმარებელს სპეციალური აღჭურვილობით (პირბადე, ხელთათმანები და სათვალეები) ემსახურებიან. ბიუროს ყველა შესასვლელში და სართულზე განთავსებულია პირველადი სადეზინფექციო ხსნარი და სხვა დამცავი ჰიგიენური საშუალებები. 

სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ბიუროს ყველა ოფისში
ექსპერტიზის ბიუროსთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა თანამშრომელმა სამუშაოს შესრულების დროს დაცულად იგრძნოს თავი.

© 2021 ყველა უფლება დაცულია - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო