
სსიპ.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობისათვის ძალისხმევის გაძლიერება და მათი ოჯახების საჭიროებები“, ქართველი ექსპერტების გარდა, მონაწილეობენ ექსპერტ-ანთროპოლოგები ამერიკიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც გააჩნიათ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების რთულად ამოსაცნობ ნეშტებთან მუშაობის გამოცდილება.
კონფერენციის მთავარი მიზანია ამჟამად არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.