სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტმა მაღალი სიმტკიცის ბეტონის დაპატენტების შემდეგ (2017), წარმატებით დაასრულა მსუბუქი კონსტრუქციული ბეტონის ერთ-ერთი სახეობის დაპატენტების პროცესი.გამოგონება მიეკუთვნება საშენ მასალათა წარმოებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მშენებლობაში - კონსტრუქციული მსუბუქი ბეტონის საწარმოებლად. მსუბუქი კონსტრუქციული ბეტონი გამოირჩევა შემცირებული წყალშთანთქმით და ყინვამედეგობის მაღალი მაჩვენებლით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობაში საექსპერტო საქმიანობასთან ერთად, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა.
ბიუროს, საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარების მონაწილეობით, შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში, გრძელდება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით თანამედროვე სამშენებლო მასალების შექმნის პროცესი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის არა ერთი მნიშვნლოვანი გამოგონება გახდება ცნობილი.