Imageსსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელს დოკუმენტების/დასკვნების სტატუსის შემოწმების  Online  სერვისს სთავაზობს. კერძოდ, მომხმარებელს, დოკუმენტის (დასკვნის) რეგისტრაციის ნომრის საშუალებით შეუძლია შეამოწმოს მზად არის თუ არა  მის მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა ან დოკუმენტი (წერილი).  
დოკუმენტების/დასკვნების სტატუსის შემოწმება ხორციელდება ბიუროს ოფიციალური ვებ გვერდის www.expertiza.gov.ge საშუალებით. 
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საექსპერტო დაწესებულებაა რეგიონის მასშტაბით, სადაც მრავალ ექსპერტიზასთან ერთად ტარდება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზები როგორიცაა: დნმ, მამობის დადგენა, ძუძუს კიბოს და თრომბოფილიის გენეტიკური კვლევები, სამშენებლო-საინჟინრო ექსპერტიზები, უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების ექსპერტიზა, ნარკოლოგიური ექსპერტიზა, მედიკამენტების ექსპერტიზა, კვების, სასმელი პროდუქტების და თამბაქოს ექსპერტიზა, კომპიუტერული ექსპერტიზა, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა და სხვა.
500-ზე მეტი საექსპერტო მომსახურება, ხელმისაწვდომი ტარიფები, თანამედროვე აპარატურა, კვალიფიციური კადრები და რაც მთავარია საერთაშორისო სტანდარტი - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობა სწორედ ამ პრინციპებზეა დამყარებული.